ოდესმე გიცდიათ სუშის სახლში მომზადება?

გთავაზობთ სუში რუმის მთავარი კონსულტანტის, ცნობილი იაპონელი შეფ მზარეულის კაზ ოკოჩის სუშის მომზადების მარტივ რეცეპტებს:

 

შაკე ფუტო – კლასიკური იაპონური ორაგულის როლი                         

  1. ავიღოთ 150გრ. მზა სუშის ბრინჯი (მოხარშულ სუშის ბრინჯს ემატება შაქრით და მარილით გაჯერებული იაპონური ძმარი);
  2. გავშალოთ თანაბრად ნორიზე (ნორი-დაპრესილი წყალმცენარე);
  3. გაშლილი ბრინჯის შუაში მოვათავსოთ ორაგულის ნაჭრები (დაახლ.70 გრ.), დაჭრილი ავოკადო (დაახლ. 30გრ.) და დაჭრილი კიტრი (დაახლ. 20გრ.);
  4. როლის შესახვევად ნორი მოვათავსოთ მაკისუზე (ბამბუკის სუშის შესახვევი ხელსაწყო) და გადავახვიოთ;
  5. შეხვეული როლი დავჭრათ 8 თანაბარ ნაწილად და მივირთვათ გემოვნების შესაბამისად, სოიოს სოუსთან, ჯინჯერთან და ვასაბთან ერთად.

 

კალიფორნია შაკე – ამობრუნებული (inside out) როლი ორაგულით

  1. ავიღოთ 150გრ. მზა სუშის ბრინჯი (მოხარშულ სუშის ბრინჯს ემატება შაქრით და მარილით გაჯერებული იაპონური ძმარი);
  2. გავშალოთ თანაბრად ნორიზე (ნორი-გამხმარი წყალმცენარე);
  3. ნორის ფურცელი ამოვატრიალოთ ისე, რომ ბრინჯი ქვევიდან მოექცეს. შუაში მოვათავსოთ ორაგულის ნაჭრები (დაახლ. 70გრ.), დაჭრილი ავოკადო (დაახლ. 30გრ.) და დაჭრილი კიტრი (დაახლ. 20გრ.).
  4. როლის შესახვევად ნორი მოვათავსოთ მაკისუზე (ბამბუკის სუშის შესახვევი ხელსაწყო) და გადავახვიოთ;
  5. გადახვეული როლი, რომელსაც გარედან ბრინჯის მხარე აქვს მოქცეული, ამოვავლოთ ტობიკოში (მფრინავი თევზის ქვირითი);
  6. შეხვეული როლი დავჭრათ 8 თანაბარ ნაწილად და მივირთვათ გემოვნების შესაბამისად, სოიოს სოუსთან, ჯინჯერთან და ვასაბთან ერთად.

 

სუშის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ სუში რუმში. ჩვენი კონსულტანტები სიამოვნებით უპასუხებენ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს ნედლეულის შერჩევასა და სუშის მომზადებასთან დაკავშირებით. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს საიტზე: Sushiroom.ge