ჩვენ შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! Irasshaimase! いらっしゃいませ !
ჩვენ სტუმრების სიყვარულს და ნდობას წლებია ვუფრთხილდებით… თითოეულ კერძს შთაგონებით ვამზადებთ, იმ შთაგონებით რომელიც ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდება… იქ სადაც სჯერათ რომ ხედავ სულით და არა თვალებით. იქ სადაც სრულყოფილებისკენ სწრაფვა კულტურის განუყოფელი ნაწილია და დეტალებში აისახება.
და სწორედ ამიტომაც… დაუვიწყარი არომატის შესაქმნელად, კერძის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტს, განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ, ყოველი მათგანი უმაღლესი ხარისხისაა. ესთეტიკას კი გულით მორთმეული კერძების ვიზუალურ ჰარმონიაში გადმოვცემთ…
სუში რუმს იაპონური სამზარეულოს ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, როგორც კერძების ისე სასმელების და აზიური დესერტის კუთხით.
მიირთვით გემრიელად! Douzo meshiagare! どうぞめしあがれ !